რეფერენდუმის წინასწარი შედეგების ფონზე, ბრიტანული ფუნტის კურსი 30-წლიან მინიმუმამდე დაეცა

რეფერენდუმის წინასწარი შედეგების ფონზე, ბრიტანული ფუნტის კურსი 30-წლიან მინიმუმამდე დაეცა

დიდი ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართან მიმართებაში თითქმის 10%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ bpn უცხოურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უკვე აისახა ბირჟებზე. ფუნტის კურსმა დოლართან მიმართებაში 1,3305 დოლარი შეადგინა, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის 52% ევროკავშირიდან გასვლის, 48% კი, დარჩენის მომხრეა. ამ ეტაპზე რეფერენდუმზე დაფიქსირებული ხმების 99% დათვლილია.