საქართველოს რკინიგზა: სიცრუეა, რომ ახალი მატარებლები გვირაბში ვერ გაეტევა

საქართველოს რკინიგზა: სიცრუეა, რომ ახალი მატარებლები გვირაბში ვერ გაეტევა

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია, სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გივი კუბლაშვილის განცხადებას, ახალი ორსართულიანი მატარებლების შესახებ, სიცრუეს უწოდებს.

 “თავიდან გვეგონა, ამაზე ნახევრად ხუმრობით საუბრობენ, მერე კი აღმოჩნდა, რომ სერიოზულად ამბობდნენ. მაინტერესებს, როდესაც ჩამოვა ეს მატარებელი და გაეტევა იმ გვირაბში, თუ მოიხდის ეს პარტია ბოდიშს”.

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა განმარტა, რომ როდესაც შტადლერს შეუკვეთეს მატარებელი, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ ადგილობრივი რკინიგზის ქსელის შესასწავლად:

“გარდა ჩვენი ექსპერტებისა, დავიქირავეთ დოიჩე ბანის ექსპერტები, რომ მატარებლის მცირე დეტალებიც შეესწავლათ და მაქსიმალურად დაგვეზღვია თავი სიურპრიზებისაგან”.

საქართველოს რკინიგზა ორსართულიან მატარებლებს ივლისის ბოლოს შემოიყვანს და თბილისი-ბათუმის რეისს განახორციელებს. მატარებლების ღირებულება ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ევროა.