შშმ პირებისთვის პენსია პირველი ივლისიდან გაიზრდებ

შშმ პირებისთვის პენსია პირველი ივლისიდან გაიზრდებ

ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობა მომავალ სხდომაზე, შშმ პირებისთვის პენსიების გაზრდის საკითხს გაიტანს.

"მომავალ მთავრობის სხდომაზე, გამოვიტანთ საკითხს, რომლის მიხედვითაც პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და 18 წლამდე ბავშვებს, პირველი ივლისიდან, პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ. მომავალ მთავრობის სხდომაზე იქნება მსჯელობა და დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.