გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების მიზნით ჩატარებული ღონისძიებისთვის შს მინისტრს მადლობას უხდის

გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების მიზნით ჩატარებული ღონისძიებისთვის შს მინისტრს მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების მიზნით ჩატარებული ეფექტური ღონისძიებებისთვის შს მინისტრს მადლობას უხდის. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, თუ როგორ მოხდა სავარაუდო დამნაშავის საქართველოში შემოსვლა.

„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური ღონისძიებისთვის, როდესაც მოხდა, სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია, რომ ძალიან ეფექტურად, სამი დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად მთელი სამინისტრო განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობდა და მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. თუმცა სპეციალური გამძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა დამნაშავის შემოსვლა, მათ შორის საიდან მოხდა შემოსვლა, როგორ მოხდა ამის ხელშეწყობა. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ყველა ამ კითხვას უნდა პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. მას დღეს ბრალს წარუდგენენ.