ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რაც პროკურატურამ შეკრიბა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამაზე მეტს ის ვერ ისაუბრებს.
„გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც პროკურატურამ შეკრიბა. შესაბამისად, მე დამატებით მეტი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ბადაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა.