პაატა ბურჭულაძე ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს

პაატა ბურჭულაძე ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე დღეს ბრუსელში გაემგზავრა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ბურჭულაძე პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი რუხაძესთან ერთად შეხვედრებს ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართავს. პაატა ბურჭულაძე ასევე შეხვდება საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ევროპარლამენტის წევრებს გერმანიიდან ჰოლანდიიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი იქნება.

ბრუსელის შემდეგ, ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიჩეკ სავიცკისთან. პაატა ბურჭულაძე სტრასბურგში იმ კანონპროექტსაც ჩაიტანს, რომელიც მისმა გუნდა სპეციალურად ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავა და რომელიც მიზნად ისახავს ძირეულად შეცვალოს სასამართლო სისტემა.