ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის თარიღი განსაზღვრული არ არის

ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის თარიღი განსაზღვრული არ არის

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჯერჯერობით კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის თარიღი, - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფთან, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ამ ვიზიტის შესახებაც ისაუბრეს.

„ჩვენ შევეხეთ იმ გამოხატულ სურვილს, რომელიც გამოითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან ჩემი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ჯერ კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ვიზიტის ვადები, მაგრამ ვისაუბრეთ იმ სურვილზე, რომელიც დაფიქსირდა ჩემი ვიზიტის დროს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ კერის ვიზიტი ივნისის დასაწყისში იგეგმებოდა.