აუცილებელია, გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ შეირყეს ნდობა ევროკავშირის მიმართ - ევროკომისარი

აუცილებელია, გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ შეირყეს ნდობა ევროკავშირის მიმართ - ევროკომისარი

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების აუდიენციის შემდეგ, შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, რადიო თავისუფლების ცნობით, 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე და საკითხი კვლავაც ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში (COREPER II) დააბრუნეს.

"როგორც მოვისმინე, რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება ამ საკითხის გადაწყვეტას, ვიდრე არ დავამტკიცებთ "სწრაფი შეჩერების“ მექანიზმს. მაგრამ აქ აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ შეირყეს ნდობა ევროკავშირის მიმართ. განსაზღვრული იყო სრულიად მკაფიო პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში საქართველოს უნდა მიეღო სავიზო ლიბერალიზაცია. ეს პირობები შესრულებულ იქნა და ახლა ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი პირობა - თუნდაც ჩვენივე სანდოობის დასადასტურებლად“, - განაცხადა ევროკომისარმა.