ყველა სახელმწიფომ ნათლად აღიარა ფაქტი, რომ საქართველომ წარმოუდგენლად კარგად იშრომა

ყველა სახელმწიფომ ნათლად აღიარა ფაქტი, რომ საქართველომ წარმოუდგენლად კარგად იშრომა

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ეჭვგარეშეა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა ვიზალიბერალიზაციისთვის.

ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ცნობით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ნათელი იყო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, რომ ეჭვგარეშეა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა... და ახლა ეს საკითხი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ – ჰოლანდიამ უნდა ჩართოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) უახლოეს სხდომაზე... თუმცა ყველა წევრმა სახელმწიფომ ნათლად აღიარა ფაქტი, რომ საქართველომ წარმოუდგენლად კარგად იშრომა და ეს უნდა იქნას აღიარებული რაც შეიძლება მალე“.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელიც ასევე ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტია, ხოლო ევროკომისია, როგორც ინიციატორი, ყველაზე მეტად არის მონდომებული პროცესი წარმატებით დასრულდეს.