„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე შს სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდმა დათო გერლიანმა (დათო „სვანი“) საქართველოს საზღვარი თავისუფლად გადმოკვეთა.
თარგამაძის მტკიცებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მისივე თქმთ, ე.წ. კანონიერი ქურდების ქვეყანაში დაბრუნებით ხელისუფლებაა დაინტერესებული, რათა წინასაარჩევნოდ უბნების გადანაწილება მოხდეს.
თარგამაძის განცხადებით, ის ყველა კითხვას გასცემს პასუხს, თუმცა ინფორმატორის სახელისა და გვარის დასახელებას არ აპირებს. „შს სამინისტროში მშვენივრად იციან, რომ ინფორმაციის წყაროს არ დავასახელებ. ყველა დანარჩენ კითხვაზე მზად ვარ გავცე პასუხი. გარდა ამისა, მე მზად ვარ მივაწოდო ყველა მსგავს ფაქტზე ინფორმაცია. საარჩევნოდ თბილისში ხდება ქურდულ ავტორიტეტებზე უბნების გადანაწილება და ამაში ხელისუფლებაა ჩართული. ამ ყველაფერში უშუალოდ შს მინისტრი და უწყებაა ჩარეული. ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნოდ, თუმცა ხელისუფლებას ვაძლევ პირობას, რომ ეს მცდელობა მათთვის სასარგებლოდ არ დასრულდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ.