საჭიროების შემთხვევაში, გერმანია მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღოს

საჭიროების შემთხვევაში, გერმანია მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღოს

საჭიროების შემთხვევაში, გერმანია მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღოს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

„სანქციები მოიხსნება მაშინ, როცა რუსეთი მინსკის შეთანხმებას შეასრულებს. თუმცა, თუ რუსეთი საკუთარი ქმედებებით ამას საჭიროს გახდის, მზად ვართ დამატებითი შემზღუდავი ზომები დავაწესოთ“, - განაცხადა ზაიბერტმა.

მისი თქმით, კანცლერი ანგელა მერკელი სრულიად იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოსკოვი მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.