ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე, რომელიც ციხიდან მის გაყვანას ეხებოდა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო.
ივანიშვილის თქმით, მას არ სჯერა იმ ვერსიის, რასაც ყოფილი შს მინისტრი ჰყვება.
"თეა წულუკიანის სისუსტე აქ არსად იკვეთება. კარგი იყო, რომ ის გამოძიება თავის დროზე ეწარმოებინათ. რაც შეეხება იმ ბუნდოვან გამონათქვამებს, რაზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ იყო არასწორი, თუ კითხვები არსებობს, უნდა გამოძიონ. რატომ არ აწარმოეს გამოძიება, მართლა კითხვის ნიშნებს იწვევს. ალბათ, ახლა გამოიძიებენ, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობას, ივანიშვილის თქმით, ისინი ერთმანეთს ხშირად ვერ ხვდებიან.
"ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს. ჩემი ბერა არის მისი შვილიშვილის ნათლია", - აღნიშნა ივანიშვილმა.