ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა ესაუბრება ბიზნესს და ეუბნება - რა კარგია ის გარემო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა, - ამის შესახებ ”ახალი პოლიტიკური ცენტრი -გირჩის“ ეკონომიკურმა ექსპერტმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სასტუმრო ”ქორთიარ მარიოტში” ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წერილზე და „გირჩის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის პასუხს შორის არსებულ განსხვავებულ ხედვაზე. მეგრელიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს თავის წარმოდგენა, ხოლო „გირჩს“ კი, თავისი.
„ბატონი ბიძინა, საქართველოს მთავრობა ესაუბრება ბიზნესს, მათ შორის ექსპერტების მონაწილეობით და ეუბნება, რა კარგია ის გარემო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა და რომ ისინი ამას უნდა აფასებდნენ. ეს არის რეალური შინაარსი ამ შეხვედრის“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, ძირითადი აუდიტორია ეს არის ბიზნესი, გაიცა ბიზნესდაპირებებიც, რომ ჩატარდება რეფორმები და „შესაბამისად, ბიზნესმა უნდა დააფასოს „ქართული ოცნების“ მთავრობის სამუშაო“. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, მას შეხვედრაზე კონტრპოზიცია არ მოუსმენია. რაც შეეხება ბიზნესის მხრიდან დაყენებულ პრობლემებს, ამ მხრივ მეგრელიშვილმა ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტი გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დააყენა.
„დაასახელეს, რომ იყო რამდენიმე კანონი, რომელმაც ხელი შეუშალეს მათ საქმიანობაში. ოღონდ ამბობენ, რომ ამ პრობლემებზე მსჯელობა დღევანდელ მთავრობასთან შესაძლებელია, რაც წინა ხელისუფლებასთან შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.