საქართველოს პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალურ განცხადებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალურ განცხადებას მიიღებს

პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს. პარლამენტის განცხადების პროექტი ბიუროს დღეს წარედგინა. პროექტის ავტორი დეპუტატი ვიქტორ დოლიძეა. მას ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა.

განცხადების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აცხდებს, რომ დაცული უნდა იქნას დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, “საარჩევნო კოდექსის“ და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად. აღიარებს პოლიტიკური პარტიების კონკრეტულ უფლებებს და თავისუფლებებს, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან სიძულვილის ენაზე, ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე.

აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აღიარებს საჯარო სამსახურების დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას. პარლამენტი მედია საშუალებებებს მოუწოდებს, დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპები. ასევე, ხაზს უსვამს სასამართლოს განასაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.

განცხადების პროექტის განხილვა და მიღება მიმდინარე კვირას იგეგმება.