ბიძინა ივანიშვილი:  არჩევნები ღირსეულად უნდა ჩააატარაოთ, რომ რაიმე ხინჯი არ ახლდეს

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნები ღირსეულად უნდა ჩააატარაოთ, რომ რაიმე ხინჯი არ ახლდეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების სწორი ანალიზის იმედი აქვს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ღირსეულად ჩატარდეს და კითხვის ნიშნები არ იყოს.

"კარგად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელს მსოფლიოში და რაიმე ხინჯი არ ახლდეს. იმედი მაქვს საზოგედოების გაგების, სწორი ანალიზის, რომ სწორი არჩევნები გავაკეთოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე - ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო”.