ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნერსს ლობირება გაუწიოს.
მისივე თქმით, აზრადაც ვერავინ გაივლებს, რომ შეიძლება, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა მთავრობამ კანონს გადააბიჯოს.
"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესს ლობირება გაუწიოს და აზრადაც ვერავინ გაივლებს, რომ შეიძლება, კვირიკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გადააბიჯოს კანონს. დღეს გვყავს გამჭვირვალე, არაკორუფციული მთავრობა და გვაქვს ასეთი სუსტი ეკონომიკა, როგორიც გვაქვს. გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატიული ღირებულებები და თუ მოვახერხებთ და ამას შევინარჩუნებთ, შეიძლება, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.