დიმიტრი ქუმსიშვილი მცხეთაში სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა

დიმიტრი ქუმსიშვილი მცხეთაში სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა"-ს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

გაცნობებთ, რომ დღეს, 14 ივნისს, 16.45 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მცხეთაში სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა"-ს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

 სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა" ევროპული ბრენდის, „ჯინო ჰოლდინგის" პროექტია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა წარმოდგენილი. სასტუმროში განთავსებულია 46 საწოლიანი 22 სასტუმრო ოთახი, საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე, პანორამული ლიფტი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ველნეს-სპა განყოფილება, ღია აუზი, ეზო-ბაღი "ოაზისი", ტერასა ჯაკუზი 70-80 კაცზე და ა.შ.   სასტუმროს ასაშენებლად 1 473 000 ევროს ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული.

 მისამართი: მცხეთა, დ. აღმაშენებლის 37. (სამთავროს მონასტრის წინ მდებარე მოედნიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, მარცხნივ)