რუსეთის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

რუსეთის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.

ამის შესახებ რუსული მედია თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ცნობილი ხდება, რუსეთის არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 22 ივნისამდე გაგრძელდება.

ბოლო წლებში, რუსეთში მსგავსი სახის შემოწმებები რეგულარულად ტარდება.