"ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს.

ამ შინაარსის განცხადება პრემიერმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

"გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.