რუსეთი „რბილი ძალის“ პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების სიაში პირველად მოხვდა

რუსეთი „რბილი ძალის“ პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების სიაში პირველად მოხვდა

რუსეთი პირველად მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სხვა სახელმწიფოებზე გავლენას „რბილი ძალის“ მეშვეობით ახდენენ. 
შესაბამისი რეიტინგი ბრიტანულმა პიარ-სააგენტომ „პორტლანდმა“ გამოაქვეყნდა.
30 ქვეყნებს შორის რუსეთმა 27-ე ადგილი დაიკავა.
რეიტინგში აშშ ლიდერობს, მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი, მესამეზე კი გერმანიაა. 

„რბილი ძალის“ პოლიტიკის გატარების კუთხით, რუსეთის ყველაზე ძლიერ მხარეებად დიპლომატების მომზადების მაღალი დონე და მედიის გამოყენებაა დასახელებული. სუსტ მხარეებად კი ბრიტანული სააგენტო კორუფციის მაღალ დონესა და უმცირესობების დისკრიმინაციას ასახელებს.