შინეიდ ო’კონორს პრობლემები მოეძალა.(VIDEO)

შინეიდ ო’კონორს პრობლემები მოეძალა.(VIDEO)

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ირლანდიელმა მომღერალმა შინეიდ ო’კონორმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “How About I Be Me (And You Be You)”.

ახალ ალბომში წარმოდგენილია  ახალი, დღემდე უცნობი კომპოზიციები და ამერიკელი მომღერალი ჯონ გრანტის კომპოზიციის “Queen Of Denmark” ქოუვერ ვერსია.

ალბომის გამოცემის შემდეგ შინეიდ ო’კონორი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში უნდა გამგზავრებულიყო, რომელიც  მომღერლის 25 წლიან მუსიკალურ მოღვაწეობას ეძღვნებოდა.

გუშინ ბრიტანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა რომ ეს ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბოლო პერიოდში მომღერალს ჯანმრთელობა გაუუარესდა. მკურნალების ვერდიქტით, ქალბატონ შინეიდს ფსიქოლოგიური სახის პრობლემები შეექმნა.

გასული წლის დასასრულს მომღერალი გათხოვდა. მისი რჩეული პროფესიით ექიმი ბარი ჰერიჯი გახლდათ. ახლადდაქორწინებულები 16 დღის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. შინეიდ ო’კონორი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ამ მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოსულა.

შინეიდ ო’კონორის სადებიუტო ჩანაწერმა “The Lion and the Cobra” დღის სინათლე 1987 წელს იხილა.

45 წლის მომღერლის ბოლოსწინა სტუდიური ნამუშევარი “Theology” 2007 წელს გამოიცა.