“The Beatles”-ის უცნობ ფოტოსურათებს აუქციონზე გამოიტანენ

“The Beatles”-ის უცნობ ფოტოსურათებს აუქციონზე გამოიტანენ

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მაისს, ქალაქ ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე ცნობილი ჯგუფი “The Beatles”-ის დღემდე უცნობ ფოტოსურათებს აუქციონზე გამოიტანენ.

ეს ფოტოები ლივერპულელი ოთხეულის მიერ მხატვრულ სურათზე “A Hard Day's Night” მუშაობის მიმდინარეობისას ვინმე პიტერ ოლკორნმა გადაიღო. იმ დროს პიტერი “Pinewood Studios” მენეჯერი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგადაღება სასტიკად აკრძალული იყო, მან სამსახურეობრივი მოვალეობა “ბოროტად” გამოიყენა და სურათები მალულად გადაიღო.

ეს რარიტეტული ოცი ფოტოსურათი ოლკორნის ოჯახში ინახებოდა. თავად ფილმის გადაღება 1964 წლის მარტში ლონდონში მიმდინარეობდა.

საინტერესოა რომ ამ ფოტოსურათების ავტორი ჯგუფის თაყვანისმცემელთა რიცხვს არასოდეს განეკუთვნებოდა. ის ჯაზის დიდი მოყვარული ბრძანდებოდა და ჯგუფის შემოქმედებას სერიოზულად არასოდეს უდგებოდა. ბოლო წლებში სერ პიტერი ფინანსურმა პრობლემებმა შეაწუხა და “The Beatles”-ის ისტორიასთან დაკავშირებული ამ რარიტეტებით საკუთარი პრობლემების მოგვარება მოისურვა.