ჰოლივუდის მსახიობი ქეით ჰომსი, ერთ-ერთი, იმათგანია ვინც ყველაფერის გაკეთებას ერთდროულად და წარმატებით ასწრებს. ქეითი შესანიშნავი მეუღლეცაა, დედაც და მსახიობიც. ამასთან ერთად, ის ახერხებს წარმატებულ თანამშრომლობას Tommy Hilfiger-თან. ცოტა ხნის წინ, ქეითს კონტრაქტის ვადა ამოეწურა. თუმცა, მალევე შესთავაზეს გამხდარიყო ბრენდის ახალი მარკის Promise-ს, ახალი კოლექციის სარეკლამო სახე.
კოლექცია აფრიკის თემას ეძღვნება და მისი გაყიდვებიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს Millennium Promise, რომლის მთავარი მიზანი სიღარიბესთან ბრძოლაა.
კოლექცია შთაგონებულია აფრიკის, სხვადასხვა, კუთხის ეთნიკური მოტივებით და ყველა სამოსი, ამ ქვეყანაში წარმოებული ბამბისგანაა შექმნილი. კოლექცია გაყიდვაში 2012 წლის აპრილის ბოლოს გამოვა.
სარეკლამო კამპანიის დაწყების წინ, ქეითმა იმოგზაურა აფრიკაში და რამდენიმე აფრიკული სოფლის მცხოვრებლები მოინახულა.