“Billboard Music Awards”-ის ნომინანტები ცნობილია

“Billboard Music Awards”-ის ნომინანტები ცნობილია

მიმდინარე წლის 20 მაისს, აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში პრესტიჟული “Billboard Music Awards”-ის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დასახელების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

გუშინ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა ნომინანტთა ჩამონათვალი გამოაქვეყნეს.

ბრიტანელი მომღერალი ადელი წარმატებისათვის ერთდროულად 18 კატეგორიაში იბრძოლებს, მათ შორის არის “საუკეთესო შემსრულებელი”, “საუკეთესო პოპ-შემსრულებელი” და “საუკეთესო პოპ-სიმღერა”.

ადელის ორი კომპოზიცია, “Rolling in the Deep” და “Someone Like You” “საუკეთესო როკ-კომპოზიციის” სახელისთვის ერთმანეთს მეტოქეობას გაუწევს. ბრიტანელი მომღერლის ალბომები “19” და “21”, “საუკეთესო პოპ-ალბომისთვის” იბრძოლებენ. საინტერესოა, რომ პირველი დისკი 2008 წელს გამოიცა, მეორე კი 2010 წელს.

ჯგუფი “LMFAO” ერთდროულად 17 ნომინაციაში იქნება წარმოდგენილი, მომღერალი რიანა 13 კატეგორიაში, მისი კოლეგები ლედი გაგა და ლილ უეინი კი ათ-ათ ნომინაციაში.