იან კელი ”რუსთავი 2”-ზე:  სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს

იან კელი ”რუსთავი 2”-ზე: სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს

საქართველოში როგორი პოლიფონიაც არსებობს ქართულ სიმღერაში, ასეთივე უნდა იყოს მედიაპლურალიზმი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„როგორი პოლიფონიაც არის ქართულ სიმღერაში, ისეთივე უნდა იყოს მედიაპლურალიზმი, სადაც ყველას ექნება თავისი ხმის უფლება. საქართველოში ბევრი ხმა ისმის მედიაში, ამავეს ვერ ვიტყვით ამ რეგიონში სხვა ქვეყნებზე. პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება და აგრეთვე მათ ყველას უნდა ჰქონდეთ თანაბრად წვდომა მედიაზე და არ უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლო პროცესში “, - განაცხადა იან კელიმ.