სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 11 ივნისამდე არამდგრად ამინდს და დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმებს პროგნოზირებენ.
მათივე ინფორმაციით, ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. 8 ივნისს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
10 ივნისამდე ქვეყანაშ საშუალო ტემლერატურა 20-25 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ბათუმს, დღეს ბათუმში მთელი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, მისი ინტენსივობა საღამოს, 18:00 საათიდან შესუსტდება, თმცა სრული გამოდარება არ არის მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები გამოდარებას და ტემპერატურის მატებას 11 ივნისიდან ვარაუდობენ.