„ფორბსმა“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. ყოველწლიური რეიტინგი „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი“ გუშინ გამოქვეყნდა.
„ფორბსის“ ვერსიით, სიაში მეორე ადგილს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მესამეს კი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეთ იელენი იკავებენ.
გავლენიან ქალთა რეიტინგში უმრავლესობა აშშ-ის წარმომადგენელია.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.