ევროპარლამენტარი გიორგი მარგველაშვილს - გთხოვთ, აიძულოთ თქვენი სამართლდამცავები, დაიცვან ოპოზიციის უფლებები

ევროპარლამენტარი გიორგი მარგველაშვილს - გთხოვთ, აიძულოთ თქვენი სამართლდამცავები, დაიცვან ოპოზიციის უფლებები

კორცხელის ინციდენტმა შეგვაშფოთა, გთხოვთ აიძულოთ თქვენი სამართლდამცავები, დაიცვან ოპოზიციის უფლებები, - ასე მიმართა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტერვუჩუსმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. 

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ის პატივს სცემს გიორგი მარგველაშვილის პირად გადაწყვეტილებას ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის ცვლილებასთან მიმართებაში.

”ასე გააგრძელეთ, არ დანებდეთ. რეფორმები სასამართლო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ახლა არ მიაქცევთ ყურადღებას, ამ შეცდომებს მომავალში ვეღარ გამოასწორებთ. ინციდენტმა კორცხელში შეგვაშფოთა, გთხოვთ აიძულოთ თქვენი სამართლდამცავები, დაიცვან ოპოზიციის უფლებები. შეუძლებელია იყოს დემოკრატია ოპოზიციის უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის დაცვის გარეშე”, - განაცხადა პეტრას აუსტერვუჩუსმა.
პრეზიდენტს ასევე დაუსვეს კითხვები ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის შესახებ. 

ევროპარლამენტარმა ხავიერ ნარტმა ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოთქვა. 

”ჩემი პირველი კითხვა ”რუსთავი 2”-ს ეხება. იცით თუ არა, ქართველი ხალხის ნდობა სამართლებრივი სისტემისამდი ძალიან დაბალია? გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ”რუსთავი 2”-ის, დამოუკიდებელი ტელევიზიის მომავლით. ხელისუფლების ქმედებები ახლა უმნიშვნელოვანესია”, -განაცხადა ხავიერ ნარტმა. 

ევროპარლამენტარებმა ასევე ისაუბრეს ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეებზე. ერთ-ერთი ევროპარლამენტარი კი დაინტერესდა, როგორი იქნება გიორგი მარგველაშვილის გზავნილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ. 
ევროპარლამენტარების გამოსვლის თარგმანს ”რუსთავი 2” ავრცელებს.