დრეზდენში ბეთჰოვენი უსმენდა კომპოზიტორ პაერის საკმაოდ უფერულ ოპერა “ლეონორას”. როდესაც სპექტაკლის შემდეგ პაერიმ ჰკითხა, რას ფიქრობდა ბეთჰოვენი მის ნაწარმოებზე, მან უპასუხა: - თქვენი ოპერა იმდენად მომეწონა, რომ მე, ალბათ, დავწერ მისთვის მუსიკას. და ბეთჰოვენმა შეასრულა თავისი სიტყვა: მან იმავე სიუჟეტზე დაწერა ოპერა “ფიდელიო”. |