ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას

ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას

ყველამ ავიღეთ მანდატები. პარლამენტში ყველასთან ვითანამშრომლებთ,- ამის შესახებ ფრაქცია „მრეწველების“ წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურის მიერ შექმნილი პარტიის კომენტირებისას განუცხადა.

„ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას. ახალ პარტიას კი წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მან ამ ეტაპზე არ იცის მეჭიაურის პარტიის არც ფიზიკური და არც არანაირი რესურსი, ამიტომ მასთან თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ტყემალაძე ცალსახად აღნიშნავს, რომ ბლოკის შექმნას არავისთან არ აპირებს.