მინდა ყოველმა თქვენთაგანმა იგულოთ ჯეჯელავა, როგორც თანამებრძოლი და თანამოაზრე

მინდა ყოველმა თქვენთაგანმა იგულოთ ჯეჯელავა, როგორც თანამებრძოლი და თანამოაზრე

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიესალმა და წარმატებები უსურვა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ალექსანდრე ჯეჯელავა არის კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი.

„ალექსანდრე ჯეჯელავა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შემომატებაა ჩვენი გუნდისთვის. ის არის კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი. მინდა ყოველმა თქვენთაგანმა იგულოთ ის, როგორც თანამებრძოლი და თანამოაზრე“, - მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას დღეს პირველად ესწრება.