ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ სხვა პოლიტიკური სუბიექტის პროგრამებსა და განცხადებებზე არ უნდა გააკეთოს აქცენტი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დღეს თამაზ მეჭიაურის მიერ დაარსებული პარტიის პრეზენტაციას.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, პოზიციები. თუ ყველა სუბიექტს დავუწყებთ ახსნას რაში ვეთანხმებით და რაში არ ვეთანხმებით, არ იქნება სწორი. ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, თავისი სეგმენტი. ყველა სუბიექტი აკეთებს გათვლას კონკრეტულ სეგმენტზე. არ მგონია, რომ რაიმე ფორმით ეს ჩვენი მსჯელობის ან დარდის საგანი უნდა იყოს. „ქართულ ოცნებას“ თავისი პოზიციები აქვს გასამყარებელი და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.