”რესპუბლიკურმა პარტიამ” საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნა

”რესპუბლიკურმა პარტიამ” საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნა

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში აღარ იქნება. როგორც დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხი დღის წესრიგში ახლა აღარ დგას, ვინაიდან მის მისაღებად საკმარისი ხმები ვერ გროვდება.

„ეს საკითხი არ იქნება დღის წესრიგში, ვინაიდან აზრი არ აქვს. თუ ვინმეს უნდა, რომ დრო გავფლანგოთ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ არ აინტერესებთ და რაც იქნება ის იქნება. ყველამ თავის თავს დააბრალოს რაც მოხდება. ვიღაცა აიღებს 20%-ს და 80%-იანი უპირატესობით გავა, თუ ვინმეს რაიმე არ მოეწონება ჩვენ შევახსენებთ, რომ ვთავაზობდით ”გერმანულ მოდელს”, მაგრამ არ მოუნდათ. ზოგს შიდა პრობლემა აქვს, ზოგი ბოიკოტს აცხადებს და ამიტომ. ჩვენ ამ საკითხს ახლა აღარ დავაყენებთ, იმიტომ, რომ ”ნაციონალები” მაინც არ დადიან პარლამენტში და ხმები საკმარისი არ არის“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.