”ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობისთვის გამოცხადებული ბოიკოტის შეწყვეტას კორცხელის ინციდენტის დამკვეთის დასჯამდე არ აპირებს

”ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობისთვის გამოცხადებული ბოიკოტის შეწყვეტას კორცხელის ინციდენტის დამკვეთის დასჯამდე არ აპირებს

”ნაციონალური მოძრაობისთვის” კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირის პასუხისგებაში მიცემა არ არის საკმარისი სამართლებრივი შედეგი იმისთვის, რომ საპარლამენტო საქმიანობისთვის გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტოს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარაინმა ”ინტერპრენიუსს” განუცხადა, ჯგუფი კორცხელში კონკრეტული დავალებით იყო ჩასული.

”არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იყო ”ქართული ოცნებიდან” კორცხელში და ეს ადამიანები ამ რაიონში კონკრეტული დავალებით წავიდნენ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ მოამზადა ეს ჯგუფი, ვინ მისცა დავალება წასულიყვნენ და ვინ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ის მომხდარიყო, რაც მოხდა”, - განაცხადა მაჭავარინმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ორგანიზატორი და დავალების მიმცემი არის ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ ასეთი დაჯგუფება ჰყოლოდა ”ქართულ ოცნებას” ყველა რაიონში.

”თუ ეს ყველაფერი თავიდან არ ავიცილეთ, ასეთი არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენთვის სამაგალითო, რომ ზუგდიდის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით გირაოთი გაათავისუფლა მოძალადეები. ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვინდა ამ ადამიანების ციხეში ყოფნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს სჭირდება 8 ოქტომბრის არჩევნების ნორმალურად ჩატარებას”, -განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მთავარი დამკვეთია, მან უნდა აგოს პასუხი და ამ შემთხვევაში გააანხლებენ საპარლამენტო მუშობას.