ლალი მოროშკინა:   ვფიქრობ, არჩევნებზე მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ

ლალი მოროშკინა: ვფიქრობ, არჩევნებზე მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ

პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ ახლადშექმნილი პარტია არჩევნებზე მინიმუმ მეორე ადგილს დაიკავებს.

როგორც მოროშკინამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში სავარაუდოდ სამართლის მიმართულებით იმუშავებს თემებზე, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვას, ქალების ჩართულობას, ციხეების პრობლემას და ყველა იმ მიმართულებას, რაზეც აქამდე მუშაობდა.

„ძალიან მძიმედ მისაღები გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, რომ პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საქართველომ 9 ოქტომბერს გაიღვიძოს და ომის სუნი ეცეს. არ მინდა ქვეყანაში კვლავ ბარიკადები დავინახო. ვხედავ, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ საქართველო მაედანს დაემსგავსოს. მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის არევა უნდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მის სატელიტ პარტიებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ”ქართული ოცნება” იმ ხმებს ვერ აიღებს და უნდათ პროვოკაციები მოაწყონ. ჩვენ შემოვდივართ ძალიან დიდი, ძლიერი გუნდით და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ და ძლიერი ოპოზიცია ვიქნებით“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მისი მტკიცებით, მოსკოვში მისი ბოლო ვიზიტი პარტიას არ უკავშირდებოდა.