ჯანდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სახელმწიფო მოხელის სახელფასო დანამატები კანონით რეგულირდება.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროში სახელფასო ხარჯების ზრდა გამოიწვია იმან, რომ  შარშან, მაისიდან, სამინისტროს ორი ახალი სამსახური დაემატა.

მისივე თქმით, ამ სამსახურებში 30-მდე ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რამაც გამოიწვია სახელფასო ხარჯების ზრდა.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, სერგეენკომ განმარტა, რომ პროექტების ადმინისტრირებაზე სამინისტროს ბიუჯეტიდან 1%-ზე ნაკლები იხარჯება, რაც მისივე შეფასებით, არის უპრეცედენტოდ დაბალი ადმინისტრაციული ხარჯები.

"ეს ხარჯები არის გამჭირვალე, ნებისმიერს შეუძლია ნახოს რომ პროექტების ადმინისტრირებაში იხარჯება 1%ზე ნაკლები. ვერ დამისახელეთ ვერც ერთ მაგალითს სადაც ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები იხარჯებოდეს რაიმე პროექტის ადმინისტრირებაზე"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, თითქმის ყველა სამინისტროში, სახელფასო დანამატების ფონდი გაზრდილია.