გადავწყვიტე გავაგრძელო ბრძოლა, მეტი არაფერი დამრჩენია

გადავწყვიტე გავაგრძელო ბრძოლა, მეტი არაფერი დამრჩენია

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ია მეტრეველი მიიჩნევს, რომ ახლად დაფუძნებულ პარტიას არჩევნებზე ძალიან დიდი შანსები აქვს.

მეტრეველის თქმით, თამაზ მეჭიაურს ძალიან ბევრი ქართველი უჭერს მხარს და მის ხედვებს ბევრი ეთანხმება.

„რაც დღეს ბატონმა თამაზმა ისაუბრა და შეხედულებები გააცნო საზოგადოებას, მე ყველაფერს ვეთანხმები. ჩემი ამ პარტიაში შესვლის მთავარი განმაპირობებელი ის იყო, რომ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც აღარ ვეთანხმები და პირველ რიგში, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. გადავწყვიტე გავაგრძელო ბრძოლა, მეტი არაფერი დამრჩენია. რამდენი წელი ცხოვრებაც დამრჩა, მინდა ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მოვახმარო, რასაც ისედაც ამდენი წელია უკვე ვაკეთებ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.