კემერონ დიაზს ოჯახის შექმნა სურს

კემერონ დიაზს ოჯახის შექმნა სურს

ბოლო ფილმის „რას უნდა ელოდო, როცა  ბავშვს ელოდები“ გადაღებების შემდეგ 39 წლის მსახიობი კემერონ დიაზი მიხვდა, რომ გათხოვება და შვილების ყოლა სურს.

ეს პირველი როლია მსახიობისთვის, სადაც ორსული ქალის თამაში მოუწია. სწორედ ამ ფილმის გადაღებების შემდეგ  მოუნდა კემერონს რეალურ ცხოვრებაშიც დედა გამხდარიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამჯერად მისი გეგმები, მხოლოდ კარიერულ წინსვლას არ ეხება და ის პირადი ცხოვრების მოწყობაზეც სერიოზულად ფიქრობს.

დიდი ხანია მსახიობი კარიერას იწყობს, თუმცა ამ მიზეზით სიყვარულზე უარი არასდროს უთქვამს. მისი „ბოიფრენდები“ სხვადასხვა დროს იყვნენ, მეთ დილონი, ჯარედ ლეტო, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ბეისბოლის ვარსკვლავი ალექს როდრიგესი. პროგნოზირება, თუ ვინ იქნება სიაში შემდეგი შეუძლებელია. ეს მამაკაცები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, შესაბამისად კემერონის გემოვნებაზე წარმოდგენის შექმნაც რთულია.

უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, დასავლურ პრესაში კემერონის მორიგ სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით ახალი ჭორი აგორდა. ჭორის მიხედვით მისი ახალი სამიზნე  მსახიობი ჯუდ ლოუა. ისინი ხშირად ერთად ხვდებიან ფოტოგრაფების ობიექტივში. სავარაუდოდ ჭორიც მათ რომანზე ამიტომ აგორდა. სასიყვარულო ურთიერთობას არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, თუმცა მსახიობების სართო მეგობარი,  გვინეტ პელტროუ  თავის დროზე ცდილობდა კამერონის და ჯუდის დაახლოებას. კერძოდ, გვინეტს დიასი ლონდონის თეატრში Donmar Warehouse დაჰყავდა, სადაც ლოუს მონაწილეობით სპექტაკლები გადიოდა. გამორიცხული არ არის, რომ ვარსკვლავის მცდელობა წარმატებით დასრულდა.

აღნიშნულ ინტერვიუში კემერონმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად რამდენიმე წარუმატებლობისა, ნამდვილი სიყვარულის მაინც სწამს და სჯერა. ის ოჯახსა და ბავშვებზე ოცნებობს და შესაძლებელია, რომ ორსული კემერონი, არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც ვიხილოთ.