მოსკოვი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ეუთო-ს მისიის განთავსების წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლვროვმა განაცხადა, საერთაშორისო დამკვირვებელთა შეიარაღებული მისიის განლაგება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის კონსტიტუციაში „დონბასის განსაკუთრებული სტატუსის“ შესახებ მუხლს შეიტანენ.
გარდა ამისა, მოსკოვი ითხოვს, რომ კიევმა უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ყველა პირის ამნისტრია მოახდინოს.
დონბასში ეუთო-ს შეიარაღებული საპოლიციო მისიის განთავსებას უკრაინა ითხოვდა.