პეტრე ცისკარიშვილი:   ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის ერთგვარი ბედუკაძეა

პეტრე ცისკარიშვილი: ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის ერთგვარი ბედუკაძეა

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძე ”სასამართლო სისტემის ერთგვარი ბედუკაძეა” .

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა ”იმედის ” ეთერში საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება ვითომდა წუხდა სანდრო გირგვლიანსა და მის ოჯახზე, თუმცა იმ მოსამართლემ, რომელმაც გირგვლიანის საქმის ბრალდებულებს სასჯელი შეუმსუბუქა, თავის მოკავშირედ გაიხადა.

”ეს ხელისუფლება ვითომ გირგვლიანზე და მის ოჯახზე წუხდა, სინამდვილეში, ის ადამიანი, რომელმაც ამ საქმეში ბრალდებულებს სასჯელი შეუმსუბუქა, დაიყენა თავის მთავარ მოკავშირედ, ის ერთგვარი ბედუკაძეა, ოღონდ სასამართლო სისტემის”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.