ფიფა-მ შიდა გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციის მენეჯერებმა 5 წლის განმავლობაში 79 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის პრემიები და ბონუსები მიითვისეს, რაც დაახლოებით 80 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მენეჯერებს შორის ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და ფინანსური დირექტორი მარკუს კატნერიც იყვნენ.
გამოძიებისას ცნობილი გახდა, რომ მენეჯერები ფულად ჯილდოს არალეგალურად ზრდიდნენ. ფედერაციის ინფორმაციით, აღნიშნული პრემიები შვეიცარიის კანონის დარღვევით ირიცხებოდა. მოპოვებული ინფორმაცია მომავალი დამუშავებისთვის აშშ-სა და შვეიცარიის გენერალურ პროკურორებს გადაეცემათ.
ფეხბურთის ფედერაციამ ყოფილი ფინანსური დირექტორის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის გადაწყვეტილებაც მიიღო. ყველა ეს ღონისძიება ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი სააფეხბურთო საქმიანობას 6 წლით ჩამოაშორეს.