რუსეთი დასავლეთ საზღვარს ამაგრებს

რუსეთი დასავლეთ საზღვარს ამაგრებს

რუსეთი თავის დასავლეთ საზღვართან ორ მოტომსროლელ ბრიგადას გადაისვრის. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას უკავშირდება.

რუსული მედიის ცნობით, პარალელურად სამი ახალი დივიზია იქმნება- ორი დასავლეთ საბრძოლო ოლქის, ერთი კი - სამხრეთის საბრძოლო ოლქის შემდგენლობაში.

23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება.