ვისმინო   - ხელოვნების და ღვინის ჰარმონია  ბოთლში

ვისმინო - ხელოვნების და ღვინის ჰარმონია ბოთლში

3 ივნისს, 20: 00 საათზე სასტუმროში „რუმსი „  ახალი კონცეპტუალური ღვინის ბრენდის ვისმინოს პრეზენტაცია გაიმართება.

მრავალი ისტორიული ფაქტის და სამეცნიერო კვლევის შემდეგ, მიღებული ინფორმაციით, ქართული ტრადიციული სიმღერის და საგალობლების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ღვინის და ვაზის მოვლის პროცესში საქართველოში მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

სწორედ ეს ტრადიცია გახდა , ახალი კონცეფიციის საფუძველი , რაც გულისხმობს , რომ  ვისმინოს ეტიკეტების დამზადებისას, გამოყენებული იქნება საგანგებო ელექტრონული აპარატურა რომელიც მუსიკალური ნოტებისგან აკონვერტირებს  აბსტრაქტულ ნახატებს.

ვისმინოს ეტიკეტი დამზადებული იქნება კლასიკური მუსიკოსების, რახმანინოვის, მოცარტის, ბეჰოვენის და შოპენის მუსიკის გამიყენებით.  მუსიკა,  განსაკუთრებით ფრთხილად, ღვინის „ ხასიათის „ მიხედვით ცნობილ ენოლოგებთან ერთად შეირჩა.

მუსიკალური ფონი იქნება კახეთის იმ ვენახებში ფონად ჩართული, სადაც მოდის ვაზი, რომლისგანაც  ღვინო ვისმინო იწურება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ თავად  მიიღონ მონაწილოება  მუსიკალური ეტიკეტის შექმნის პროცესში .

GWS ის ახალი ღვინის კონცეფციის შექმნაზე , კომპანიამ „ვინდფორსი  „ კომპოზიტორ ნიკოლოზ მაჩაიძესთან ერთად იმუშავა.

ინფორმაცია რედაქტორებისთვის  : 

GWS დაარსდა 1974 წელს  და 2011 წლის ივნისიდან  მის ერთადერთ მესაკუთრედ კომპანია „მარუსია ბევერიჯის“ ფიქსირდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

გვანცა ომიაძე

595 97 00 97

KEY COMMUNCIATIONS