ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალურმა დირექტორმა აზერ მამედოვმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიან ფოცხვერიამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს და სოფელ ჭოგნარში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს. სოფელ ჭოგნარში მცხოვრები 163 აბონენტიდან 63 უკვე ჩართულია ბუნებრივი აირის ქსელში. სოფელ ტოლებში მცხოვრები 153 აბონენტის ქსელზე დაერთების პროცესი დღეს დაიწყო და ეტაპობრივად გაგძელდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 31 სოფლის გაზიფიცირებისათვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 222,7 კმ საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა. საერთო ჯამში სამუშაოებისათვის 5,2 მლნ ლარი დაიხარჯა. შედეგად 4 000 მდე პოტენციურ აბონენტს ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა .
იმერეთის რეგიონში 2016 წელს დაგეგმილია ბაღდათის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ჭიათურის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლის, ხონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების 44 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება. შედეგად, 16 ათასამდე აბონენტს საშუალება მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში.
ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ენერეგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.