კორცხელში მომხდარ ინცინდეტში ბრალდებულებისგან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 7 ათას ლარიანი გირაო, ერთს კი 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
აღნიშნულით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებული პირების მიმართ სწორედ გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
უფრო კონკრეტულად, 7 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ: ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს, 10 ათას ლარიანი კი ვლადიმერ გეგეშიძეს.
ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს ერთმანეთს ფიზიკურად ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.