“Red Hot Chili Peppers”-ს ჯიმი პეიჯთან თანამშრომლობა სურს

“Red Hot Chili Peppers”-ს ჯიმი პეიჯთან თანამშრომლობა სურს

მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი ჯგუფი “Red Hot Chili Peppers”  დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს.

გუშინ გამოცემამ “Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ ჯგუფის წევრები გიტარისტ ჯიმი პეიჯს დაუკავშირდნენ და ამ კონცერტებში მონაწილეობა შესთავაზეს.

ჯერჯერობით უცნობია “Led Zeppelin”-ის გიტარისტის პასუხი ამ წინადადებაზე. გასულ წელს მუსიკოსი ჯგუფი “Foo Fighter”-ის ერთ-ერთ კონცერტზე გამოჩნდა. ეს ღონისძიება ლონდონის “უემბლის” სტადიონზე გაიმართა და პეიჯმა ამ ჯგუფთან ერთად რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა.

სხვადასხვა დროს პეიჯი სცენაზე ჯგუფების “Black Sabbath”, “Deep Purple”, “Queen” და “The Who”-ს წევრებთან ერთად გამოჩენილა.

“Red Hot Chili Peppers”-ის მედოლე ჩად სმიტის განცხადებით, მას და მის კოლეგებს იმედი აქვთ რომ ჯიმი პეიჯი ამ შემოთავაზებას მიიღებს და ერთობლივი კონცერტის ჩატარებას დათანხმდება.