2016 წლის მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 2,1 პროცენტი შეადგინა. სტატისტის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით< 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 16,6 პროცენტით გაიზარდა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,35 პროცენტული პუნქტით აისახა.
აღნიშნული კლება ძირითადად განაპირობა ფასების შემცირებამ შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-4,3 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-7,2 პროცენტი). ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს ნაწარმზე (-1,3 პროცენტი); ფასების 0,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც 0,07 პროცენტული პუნქტით აისახა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 12,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (20,7 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9,8 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (4,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 5,5-პროცენტიანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა.
აღნიშნული მატება ძირითადად განაპირობა ფასების ზრდამ ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,40 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება ხილსა და ყურძენზე (20,6 პროცენტი); ფასების 8,3-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -1,01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-21,6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11,3 პროცენტი).