ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი, 32 წლის პაველ სივოკონი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უცხოელი ტურისტი მყინვარწვერზე 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაღუპული უცხოელი ტურისტია. როგორც მთამსვლელები ამბობენ, ის მყინვარწვერზე სავარაუდოდ, 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა და მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 
დაღუპული ჟურნალისტის მეუღლე ნატალია გუზენკო ამჟამად თბილისში იმყოფება და მეუღლის სამშობლოში გადასვენებას ელოდება.