ჯგუფმა “Sweet” ახალი ალბომი ჩაწერა

ჯგუფმა “Sweet” ახალი ალბომი ჩაწერა

გამოცემა “New Musical Express”-ის ინფორმაციით, ცნობილმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა “Sweet” ახალი ალბომი ჩაწერა. მისი სახელწოდებაა “New York Connection” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 27 აპრილს იხილავს.

ამ დისკის ჩაწერაში ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის წევრი, გიტარისტი ენდი სკოტი და მისი ახალგაზრდა კოლეგები: ბას-გიტარისტი პიტ ლინკოლნი, კლავიშებზე დამკვრელი ტონი ო’ჰარა და ვოკალისტი ბრიუს ბისლენდი მონაწილეობდნენ.

ჯგუფის ბოლო ალბომი “Sweetlife” 2002 წლით არის დათარიღებული.

ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს 55 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსების მიერ ჩაწერილი 34 კომპოზიცია სხვადასხვა დროს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმების სათავეში იმყოფებოდა.