დისკი “21” გაყიდვაში გასული წლის იანვარში გამოვიდა და მას შემდეგ ბრიტანული რეიტინგების სათავეში 23-ჯერ მოექცა, საუკეთესო ათეულში კი 64 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ მაჩვენებლით ადელმა მომღერალ დევიდ ბოუისა და ჯგუფს “Dire Straits” გაუსწრო, რომელთა ჩანაწერები ადგილობრივ ჰიტ-აღლუმებს 22-ჯერ ლიდერობდნენ.
მეორე ადგილზე მომღერალი ნიკი მინაჟის ნამუშევარი “Pink Friday: Roman Reloaded” გავიდა, მესამე პოზიციაზე კი ჯგუფი “Alabama Shakes”-ეს სადებიუტო ნაშრომი “Boys & Girls”.